მთავარისაქართველოთინათინ რუხაძე კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა

თინათინ რუხაძე კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ბრიფინგი, სადაც მან საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

კულტურის მინისტრის პოსტზე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა თინათინ რუხაძემ თეა წულუკიანი შეცვალა. ის თანამდებობიდან 26 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ყოფნის გამო გადადგა.

საკადრო ცვლილებებია სპორტის მიმართულებითაც, სამინისტროს სპორტულ მიმართულებას შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც სპორტის დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება, შალვა გოგოლაძე მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend