მთავარისაქართველოსაქართველოს 199 109 სრულწლოვან მოქალაქეს არ აქვს არც პირადობის მოწმობა და არც...

საქართველოს 199 109 სრულწლოვან მოქალაქეს არ აქვს არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და არც პირადობის მოწმობას ფლობს.

ინფორმაცია უწყებამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, სადეპუტატო კითხვის პასუხად მიაწოდა. ამასთანავე, სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელი მოქალაქეების რაოდენობა ჯამში სამი მილიონ 345 000-ზე მეტია, ხოლო არაელექტრონული, ე.წ. „ლამინირებული“ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა 395-ია.

30 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური საქართველოს მოქალაქის პასპორტს 458 234 მოქალაქე ფლობს, მათ შორის, 293 863 სრულწლოვანი და 164 371 არასრულწლოვანი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონ 694 ათას 600 შეადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend