მთავარისაქართველოსაარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა – 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის, განცხადებით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს. მისი თქმით, წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას.

რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს, ნათია იოსელიანის განმარტებით, 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. მისივე ინფორმაციით, ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის, 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური „ჯანმრთელობის ცენტრშია” გახსნილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend