მთავარისაქართველოევროპის საბჭოს დეკლარაცია საქართველოზე: “ხელისუფლების ქმედებები ანტიდემოკრატიულია”

ევროპის საბჭოს დეკლარაცია საქართველოზე: “ხელისუფლების ქმედებები ანტიდემოკრატიულია”

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა, რიგით 47-3 სესიაზე, საქართველოს შესახებ მიიღო დეკლარაცია, სადაც გაკრიტიკებულია „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს მიღებული კანონები და ეს საკანონმდებლო ცვლილებები ანტიდემოკრატიულად, ადამიანის უფლებათა დამრღვევად და სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების წინააღმდეგ დამაზიანებელ ნაბიჯადაა შეფასებული.

„კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის აშკარა ნიშნების გამო. აშკარაა ადამიანის უფლებების შესუსტება საქართველოში, რაც გამოიხატება საზოგადოებაში გაზრდილი პოლარიზაციისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებით.

მათ შორისაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და ანტი ლგბტქ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედება, რაც პირდაპირ არღვევს უმცირესობების უფლებებს.

გასული წლის მონიტორინგისას გამოიკვეთა სხვადასხვა სახის თავდასხმები ხელისუფლებიდან განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებსა ან ორგანიზაციებზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დევნისა და შურისძიების გარეშე განახორციელოს ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებები.

შეცვალოს ან გააუქმოს ყველა ის კანონი თუ გადაწყვეტილება, რომელიც გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზება სდა დაყოფას, დაარღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ძირს გამოუთხრის ქართულ დემოკრატიას.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რეიკიავიკის დეკლარაციაში 2023 წლის მაისში შესული ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროპის სასბჭოს ნორმალტიული ორგანოების მხრიდან.

კონგრესი ასევე ვალდებულია გააგრძელოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, რისთვისაც, არჩევნების შემდეგ ვგეგმავთ მაღალი დონის ვიზიტებს საქართველოში”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დეკლარაციის მიღებისა და სესიის შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, საქართველოს შესახებ ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისი განცხადებით, მთავრობის ნაბიჯების გამო, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრების პროცესი შეაჩერა.

„ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ევროპის საბჭოს დეკლარაციის საკითხზე, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა თბილისში. „ქართული ოცნება“ კვლავ უსამართლოს უწოდებს მიღებული დეკლარაციის შინაარსს, ისევე როგორც სხვა ბოლოდროინდელ გამოხმაურებებს საქართველოსთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება ევროპის საბჭოს განცხადებას, რომ თითქოს საქართველო რაღაც ფორმით დაშორდა ევროკავშირის გზას, ამას ვერანაირად ვერ გავიზიარებთ, იმიტომ რომ ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია ჩვენ ამ გზაზე წინსვლა. ასეთი განცხადებები არის გაგრძელება იმ მცდელობისა, რომ რაღაცნაირად, გარე ძალების დახმარებით და განცხადებებით, ოპოზიციურ სპექტრს მხარი დაუჭირონ წინასაარჩევნოდ. სამწუხაროდ, ჩვენი შეფასებით, ასეთი განცხადებები არის პირდაპირი და უხეში ჩარევა საარჩევნო პერიოდში. ქართველი ხალხი არის საკმაოდ ბრძენი და დამოუკიდებელი. ამიტომ მინდა ვუთხრა ყველას, რომ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება შემდეგი 4 წელი ხელისუფლებაში, მიიღებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ევროკავშირის სტრუქტურებიდან საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი შეფასებები კეთდება, რაც მოსახლეობას ხელისუფლების ცვლილებისკენ პირდაპირ მოუწოდებს.

“რა თქმა უნდა, ის განცხადება, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს მიერ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების საერთო განცხადება და ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ოცნება, მიზანი მიღწეული იქნას. ელჩ ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში და მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რუსეთის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი განცხადებები გააკეთონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. ცხადია, “ქართული ოცნების” მხრიდან მცდელობა, რომ კვლავ შეეცადოს ჩვენი თანამოქალაქეების მოტყუებას და გაცურებას, თითქოს მათ აქვთ რაიმე მცირედი მიზანი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ეს არის სრული სიყალბე, სიცრუე და ამის მხილებას ემსახურება ევროპული საბჭოს განცხადება”, – ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

ევროპის საბჭოს დეკლარაციის მიღებამდე, კრიტიკული რეზოლუცია მიიღო ევროპის პარლამენტმა. ეს რეზოლუცია და დეკლარაცია კრიტიკასთან ერთად, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების მიმართ მხარდაჭერასაც გამოხატავს, რადგან ნათქვამია, რომ ხელისუფლების სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, ევროპისგან მხარდაჭერა დაუყოვნებლივ განახლდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend