მთავარიევროპამოლდოვარუსეთი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს

რუსეთი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს

დეზინფორმაციულმა კამპანიამ და ხმების მოსყიდვამ შესაძლოა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა იქონიოს. 20 ოქტომბერს მოლდოველებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მათ ხმა უნდა მისცენ ქვეყნის ახალ პრეზიდენტს და მიიღონ მონაწილეობა რეფერენდუმში, რომელიც ევროკავშირში გაწევრებას ეხება. თუმცა ევროკავშირში გაწევრების მომხრეები შიშობენ, რომ რუსული საინფორმაციო პროპაგანდა და მათი სხვა ტაქტიკა გავლენას მოახდენს ხალხის არჩევანზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, მოლდოვაში საარჩევნო პროცესი ჩაშალოს. ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში მოლდოვის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა დაახლოებით 14 მილიონი ევრო გადაურიცხა 130, 000 მოლდოველს იმისთვის, რომ მათ რეფერენდუმის დღეს ევროკავშირში გაწევრებაზე უარი განეცხადებინათ. ასევე პრორუსმა ოლიგარქმა ილან შორმა საჯაროდ შესთავაზა მოლდოველებს ფული ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების კომუნიკაციების მრჩეველი ჯონ კირბი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოლდოვის გვერდში დგომას გააგრძელებენ.

„მოლდოვის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთი არჩევნებზე გავლენის მოხდენისთვის აქტიურად მუშაობს. ეს კონკრეტულად ევროკავშირში გაწევრებას ეხება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოლდოველების გვერდით დგანან, რათა დაიცვან მათი არჩევნების სამართლიანობა და უსაფრთხოება. შეერთებული შტატებისა და მოლდოვის მთავრობები ერთად მუშაობდნენ რუსეთის ტაქტიკების გამოსავლენად და სანქციების დასაწესებლად მათზე, ვინც ამ საქმეშია ჩართული. სექტემბრის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რუსეთი მილიონობით დოლარს ხარჯავს თავისი სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად“,- განაცხადა ჯონ კირბიმ.

მოლდოვის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთმა დეზინფორმაციულ კამპანიებსა და ამომრჩევლის მოსყიდვაში მთლიანობაში 100 მილიონ ევრომდე დახარჯა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend