მთავარიევროპასაფრანგეთილიონში ლუმიერების კინოფესტივალი მიმდინარეობს

ლიონში ლუმიერების კინოფესტივალი მიმდინარეობს

ლუმიერების კინოფესტივალი ძმები ლუმიერების პატივსაცემად ლიონში 2009 წლიდან ტარდება. სწორედ იმ ქალაქში, სადაც ოგუსტ და ლუი ლუმიერები დაიბადნენ, ძმები, რომლებმაც 1895 წელს პირველი კინოჩვენება მოაწყვეს. სწორედ ეს თარიღი ითვლება კინოს დაბადებად.

„ჩემი საყვარელი ფილმი, რომელმაც შთამაგონა, რომ კინემატოგრაფიაში კარიერა გამეგრძელებინა, არის „წვიმის ქვეშ მომღერალი“. ეს 1952 წელს გამოსული ფილმი ნამდვილად არის კინოსამყაროს საკულტო ნამუშევარი“, – ამბობს ვანესა პარადისი, მსახიობი.

ლუმიერების კინოფესტივალი დამსწრე საზოგადოებას აჩვენებს კინოს მდიდარ ისტორიას, აერთიანებს კლასიკური ფილმების მოყვარულებსა და პატივს მიაგებს საკულტო კინოვარსკვლავებს.

„ფილმი „ბებერტი და მატარებელი“ ერთ-ერთი პირველი ფილმია, რასაც ვუყურე და მოვიხიბლე. მახსოვს ბავშვი ვიყავი და ამ ფილმმა ნამდვილად მაგრძნობინა, თუ რას ნიშნავს კინოს მაგია“, – ამბობს დენის მენოჩეტი, მსახიობი.

წლევანდელი ლუმიერების ფესტივალი 12 ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend