კატეგორიები

ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს

ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ არჩევნებთან დაკავშირებული წინაპირობების გამო მიიღო. თუმცა რა წინაპირობებზეა საუბარი, ამაზე განკარგულებაში ვრცლად არ წერია.

საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ცესკოს თავმჯდომარეს 2020 და 2021 წლებშიც იცავდა.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები