მთავარისაქართველოწინასაარჩევნო დარღვევები და დეზინფორმაცია

წინასაარჩევნო დარღვევები და დეზინფორმაცია

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებსა და სოციალურ მედიაში წარმოებულ პოლიტიკურ კამპანიებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში მათი გრძელვადიანი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართული მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩევლებზე ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

მაგალითად, ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას. ასევე მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩევლებს ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ სხვადასხვა სახის მომსახურებას. ორგანიზაციის წევრებმა ასევე ისაუბრეს სოციალურ მედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიებზე. იმაზე, რომ იქ ანონიმურად მიმდინარეობს არაეთიკური კამპანია, რაც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო დეზინფორმაციის რაოდენობა გაიზარდა, რაც გამოიხატება ანტიდასავლურ პროპაგანდაში. ორგანიზაციის წევრების თქმით, პლატფორმა „ტიკტოკზე“ ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეომასალა თუ ფოტოები, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავს ამომრჩეველი.

ორგანიზაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, რომ არავის გადასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემები ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც მთავარია, ორგანიზაციის წევრები ამომრჩეველს ახსენებენ, რომ ხმის მიცემა ფარულია და შეუძლებელია მათი არჩევანის გადამოწმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend