კატეგორიები

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე

15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თეთრი ხელჯოხი უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანის სიმბოლოა და შესაბამისად, ამ დღესაც ეს დატვირთვა აქვს.

სწორედ ამ  თარიღთან დაკავშირებით თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნიდან” პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართა.  თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი უსინათლობის შესახებ ცნობიერების გაზრდაა და იმ წვლილის აღნიშვნა, რომელიც მათ საზოგადოების განვითარებაში შეაქვთ.

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები