საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 მსჯავრდადებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეწყალებულთაგან 9 პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ორ პირს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი ასევე შეეხო ერთ პირობით მსჯავრდადებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.