კატეგორიები

სეულში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა საზღვრისპირა გზების აფეთქებისთვის ემზადება

სეულში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა საზღვრისპირა გზების აფეთქებისთვის ემზადება

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება იმ გზების განადგურებისთვის, რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე გადის. ასევე ვრცელდება ცნობები, თითქოს ჩრდილოეთ კორეამ საზღვარზე ჯარი განალაგა. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ სამხრეთ კორეის უპილოტო საფრენი აპარატები მის ტერიტორიაზე დაფრინდნენ.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ ისინი ფარულად მუშაობენ საზღვართან ახლოს. ვფიქრობთ, არსებობს ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩვენ შორის არსებული გზების განადგურების ან მცირე პროვოკაციის მცდელობა. ვემზადებით პასუხის გასაცემად ყველა შესაძლო სცენარზე“, – ამბობს ლი სუნგ ჯუნი, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის პრესსპიკერი.

Related news
სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეას ტარიფებს უზრდის
სხვა ამბები