მთავარისაქართველო„კარმინა ბურანა” შემოდგომის თბილისში

„კარმინა ბურანა” შემოდგომის თბილისში

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გრძელდება. 12 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართება და მაესტრო გაბორ ჰოლერუნგის დირიჟორობით კარლ ორფის სასცენო კანტატა „კარმინა ბურანა“ შესრულდება. კონცერტში მონაწილეობას თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, თბილისის ბავშვთა კაპელა და სოლისტები მიიღებენ.

ფესტივალი 15 სექტემბერს დაიწყო და 19 ოქტომბერს დასრულდება. უკვე ოცდამეთორმეტედ „შემოდგომის თბილისი“ სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს აერთიანებს. წელს ფესტივალი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის 35 წლის იუბილეს ეძღვნება და 7 კონცერტს მოიცავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend