მთავარისაქართველოსამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, 2024 წლის აპრილსა და მაისში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში.

“აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, უმეტესად, ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას. ზოგიერთ შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ძალის გადამეტების იმდენად მძიმე მეთოდები გამოიყენეს, რომ რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. სახალხო დამცველის განცხადებით, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების (200-ზე მეტი პირი) ნახევარზე მეტი მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

ზემოაღნიშნული დასტურდება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციითაც, რომლის მიხედვით, ქსელის ადვოკატების მიერ მონახულებული 190-მდე დაკავებული პირიდან უმეტესობა მიუთითებდა, რომ ნაცემი იყო. საჯარო წყაროებში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობა, შესაძლოა, აღწევდა დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ხარისხს”,- განაცხადა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend