კატეგორიები

იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია

იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია
იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია. აეროპორტიდან ხელნაწერს საქართველოს საპატრიარქოში, ხოლო შემდეგ ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ.

თავდაპირველად, ხელნაწერი ოქროს ფონდში გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, ხოლო შემდეგ მის დეტალურად შესწავლაზე მეცნიერები იმუშავებენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ასევე სასულიერო პირები. ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა  კრისტის აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძნა, რომელიც საჩუქრად სახელმწიფოს გადაეცემა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები