კატეგორიები

საქართველო ევროკავშირისგან 121 მილიონი ევროს დახმარებას კარგავს

საქართველო ევროკავშირისგან 121 მილიონი ევროს დახმარებას კარგავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას დაკარგავს დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მეტწილად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ გამოიწვია.

ამ 121 მილიონში შედის ის თანხაც, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში იყო გამოყოფილი საქართველოსთვის და არ დახარჯულა. განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა, წერია, რომ „ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს სრულად არ იხარჯება, შესაბამისად, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხა, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება”.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები