კატეგორიები

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია იმართება

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია იმართება
ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია ორგანიზაციის, MTVA-ის მთავარ ოფისთან აქციას მართავს.

საპროტესტო აქცია გამოჩენილი უნგრელი ოპოზიციონერის, პიტერ მაგიარის ორგანიზებულია.

მაგიერი შენობაში შევიდა და პირდაპირ ეთერში თავისი პარტიის მიერ მედიის 16-პუნქტიანი რეფორმის წაკითხვა სცადა, თუმცა ის შენობიდან გაიყვანეს.

უნგრელი ოპოზიციონერი პიტერ მაგიარი -AP

უნგრელი და საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე დიდი ხანია აფრთხილებენ ევროკავშირს, რომ უნგრეთში მედიის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენების დახმარებით რამდენიმე მედიის საკონტროლო პაკეტი შეიძინა და პროსამთავრობო მედია იმპერია შექმნა.

საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, დღეისთვის ორბანის პარტია უნგრეთის მედია ბაზრის 80%-ს აკონტროლებს. ამავე ჯგუფმა 2021 წელს ვიქტორ ორბანს „მედიაზე მონადირე“ უწოდა..

დაკავშირებული ამბები
ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ სესხის გამოყოფას ბლოკავს ორბანი აცხადებს, რომ 12 აპრილს უნგრელები არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის გააკეთებენ
სხვა ამბები