კატეგორიები

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და დღეს არსებული როგორც შიდა პოლიტიკური, ისე საგარეო კურსთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც, მისი თქმით, ევრობლოკში გაწევრების პროცესი გაურკვეველი დროით შეაჩერა.

ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებასა და სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა მისივე შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკური მმართველობა საზოგადოებრივი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს არ ითვალისწინებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები