მთავარიაზიაისრაელიერთი წლის წინ „ჰამასი" თავს დაესხა ისრაელს

ერთი წლის წინ „ჰამასი” თავს დაესხა ისრაელს

ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა. თავდასხმის შედეგად 1200-მდე ისრაელელი დაიღუპა, 251 კი მძევლად აიყვანეს, 97 ამ დრომდე ტერორისტული დაჯგუფების ტყვეობაში რჩება. თავდასხმიდან მალევე ისრაელმა ღაზის სექტორში ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიყო. ერთწლიანი ბრძოლის შედეგად, თითქმის სრულად განადგურდა ღაზის სექტორი, მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

ისრაელის სარაკეტო შეტევის შედეგად ჩამონგრეულ შენობაში გადარჩენილებს ეძებენ, ღაზის სექტორი Copyright AP Photo/Fatima Shbair

ბოლო ინფორმაციით, ისრაელის იერიშების შედეგად დაიღუპა 41 000-ზე მეტი პალესტინელი, ორ მილიონამდე ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ერთი წლის შემდეგ ამ მოვლენების გასახსენებლად მოეწყო დემონსტრაციები და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამ თარიღს ოფიციალური პირებიც გამოეხმაურნენ.

თვეების განმავლობაში მიმდინარე მძიმე ბრძოლის შედეგად, უკვე ისრაელის ძალები განაგებენ ფილადელფის დერეფანს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე ეგვიპტისა და ღაზის საზღვარზე.

ფილადელფის ხაზზე ისრაელის ძალების განლაგებამ შექმნა სტრატეგიული კავშირი ღაზასა და სამხრეთ ლიბანს შორის, რამაც „ჰეზბოლასგან“ თავდასხმის პროვოცირება გამოიწვია.

ამავე დროს, ისრაელს ფილადელფის დერეფანი სჭირდებოდა პალესტინელებისთვის მიწოდების ხაზისა და გვირაბების „ჰამასის“ მებრძოლებისგან  გასაწმენდად.

ერთი წლის შემდეგ ღაზის სექტორი ნანგრევებად იქცა. მოსახლეობა კარვებში ცხოვრობს.

ღაზის სექტორში განადგურებულია საავადმყოფოები, სკოლები და სხვა დაწესებულებები. ისრაელს ახლა „ჰამასსა“ და მის მოკავშირე „ჰეზბოლასთან“ აქვს ომი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend