მთავარისაქართველოწინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს

წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს

წელს უკვე მეორედ, წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაცია Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი იხსნება.

1996 წელს, შვეიცარიაში დაარსებული ეს ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს მასპინძლობს.

2023 წელს, „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივითა და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ღვინის სიმპოზიუმი პირველად გაიმართა წინანდლის მამულში და უკვე ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდა.

წინანდლის მამული, როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორი, ამჯერადაც ღვინის ყველაზე ცნობილ პროფესიონალებს მასპინძლობს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ წელს სიმპოზიუმზე ბურგუნდიულ ღვინოსთან ერთად ქართულ ღვინოებსაც შეაფასებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend