კატეგორიები

გერმანიაში გაერთიანების დღე აღნიშნეს

გერმანიაში გაერთიანების დღე აღნიშნეს
3 ოქტომბერს ქალაქ შვერინში გერმანიის გაერთიანების 34-ე წელი იზეიმეს. ცერემონიაზე მოსახლეობას სიტყვით გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიმართა.

“ახალგაზრდებისთვის გერმანიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის განსხვავება უკვე შეუმჩნეველია. ამასობაში საარსებო და საცხოვრებელი პირობები აღმოსავლეთსა და დასავლეთში მცხოვრებთათვის თითქმის გათანაბრდა. მრავალი გლობალური ტექნოლოგიური კომპანია აღმოსავლეთ გერმანიაში ქარხნებს ხსნის”, – ამბობს ოლაფ შოლცი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებული ნაცისტური გერმანია მოკავშირეებს შორის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად გაიყო. მათ შესაბამისად, გერმანიის დემოკრატიული და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკები ეწოდათ, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და მოკავშირეების – აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ იყო.

აგრეთვე, გაიყო დედაქალაქი ბერლინიც, რომლის მოსახლეობა ერთმანეთისგან 1961 წლის 13 აგვისტოს აგებული ბერლინის კედლით განაცალკევეს.

კედელი მოსახლეობას 28 წლის განმავლობაში ყოფდა და ის საბოლოოდ 1989 წლის 9 ნოემბერს დაანგრიეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 3 ოქტომბერს გერმანია გაერთიანდა.

დღეისათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ევროპის პირველი და მსოფლიოს მესამე ეკონომიკაა.

Related news
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს გზავნილები მიუნხენის კონფერენციიდან – ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ყურადღების ცენტრში
სხვა ამბები