მთავარიაზიალიბანიევროკავშირის ქვეყნებს ლიბანიდან თავიანთი მოქალაქეები გაჰყავთ

ევროკავშირის ქვეყნებს ლიბანიდან თავიანთი მოქალაქეები გაჰყავთ

სამხედრო მოქმედებების გამო ევროკავშირის ქვეყნებს  თავიანთი მოქალაქეები გაჰყავთ ლიბანიდან. 

გერმანიამ სამხედრო თვითმფრინავით, რომელიც ფრანკფურტის აეროპორტში უკვე დაეშვა,  დამატებით 130 მოქალაქე გამოიყვანა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა იქსზე აცხადებს, რომ საევაკუაციო თვითმფრინავმა 5 ტონა დახმარება, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობა ჩაიტანა ლიბანის დედაქალაქში.

საბერძნეთმაც ბეირუთში სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა, რათა სამშობლოში დაებრუნებინა ბერძენი და კვიპროსელი მოქალაქეები, რომელთაც ლიბანის დატოვება სურდათ.

კვიპროსზე უკვე დაჯდა სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე კვიპროსის 38 და საბერძნეთის 22 მოქალაქე იყო. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხელი ხაზი აამოქმედა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ლიბანში რჩებიან.

ესპანეთმაც მოქალაქეების პირველი ნაკადი ხუთშაბათს გაიყვანა. ორ სამხედრო თვითმფრინავში, რომლებიც უკვე დაეშვნენ მადრიდის ახლოს მდებარე ავიაბაზაზე, 250 მოქალაქე იყო.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიბანში ვითარება იმდენად სერიოზულია, რომ მეორე საევაკუაციო თვითმფრინავით საელჩოს თანამშრომლების ნაწილსაც გაიყვანენ. ადგილზე დარჩება თანამშრომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი, რათა არ შეჩერდეს დიპლომატიური საქმიანობა.

საფრანგეთმაც დაიწყო თავისი მოქალაქეების ევაკუაცია. ლიბანიდან უკვე შესრულდა რამდენიმე რეისი.

საფრანგეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ლიბანის  ეროვნულ ავიაკომპანია MEA-სთან მიმდინარეობს მოლაპარაკება პარიზამდე დამატებით 2 რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამავდროულად, Air France-მა განაცხადა, რომ 8 ოქტომბრამდე შეჩერებულია ყველა კომერციული ფრენა ლიბანის მიმართულებით.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend