მთავარისაქართველო„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიღებულ კანონს დიდი ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიღებულ კანონს დიდი ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, მიერ 3 ოქტომბერს ხელმოწერილ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი გმობს კანონთა პაკეტს, რომელიც მისი შეფასებით, ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ბრიტანეთის საელჩო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნაბიჯი ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციასა და მარგინალიზაციას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს როგორც ამ კანონთა პაკეტს, ისე ე.წ „გამჭვირვალობის“ კანონს.

„ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთა პაკეტს. ეს კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციასა და მარგინალიზაციას.

შეშფოთებულები ვართ, რომ კანონთა პაკეტი ასეთ მოკლე დროში მიიღეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე საქართველოს ცალკეული მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას”, – ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend