მთავარიაზიალიბანიისრაელმა იერიში მიიტანა ბეირუთის ცენტრალურ უბნებზე

ისრაელმა იერიში მიიტანა ბეირუთის ცენტრალურ უბნებზე

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  2 ოქტომბერს დილის საათებში, ისრაელის მიერ ცენტრალურ ბეირუთზე მიტანილი იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს  ბაშურის რაიონში, სადაც გაეროს შტაბ-ბინა, პრემიერ-მინისტრის სამუშაო ოფისი და პარლამენტია.

ბეირუთის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ  ავიაიერიშის შემდეგ ქალაქში ყველგან გოგირდის სუნი იდგა. ლიბანის სახელმწიფო მედიამ მოგვიანებით ისრაელი აკრძალული ფოსფორის ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულა. 2006 წლის ომის შემდეგ ეს  პირველი თავდასხმაა ლიბანის დედაქალაქზე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ბეირუთის სამხრეთის გარეუბნებზეც მიიტანეს იერიში. ისრაელის არმიამ დაჰიეს ხუთი კურპუსის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ისრაელელები თავს დაესხნენ ცენტრალურ ბეირუთსაც, თუმცა აქ  ადგილობრივები არავის გაუფრთხილებია.

გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს ისრაელის არმია და „ჰეზბოლა“ ლიბანის სამხრეთით.  ისრაელის თავდაცვის ძალები  ვიდეოკადრებსაც ავრცელებენ. რეგიონში შეტევის დაწყების შემდეგ 8 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებს 46 ადამიანი ემსხვერპლა, 85 კი დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend