კატეგორიები

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

„საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პლატფორმა X-ზე დაწერა მას შემდეგ, რაც შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს ჰქონდა. ის მიიჩნევს, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანამ, უნდა გაატაროს რეფორმები საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად.

შარლ მიშელის თქმით, რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროპული გზის საფუძველია.

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები