კატეგორიები

„ირანის თავდასხმას მოჰყვება კონკრეტული შედეგები” – ისრაელის თავდაცვის ძალები

„ირანის თავდასხმას მოჰყვება კონკრეტული შედეგები” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით.

„ირანმა მასირებული სარაკეტო იერიში წამოიწყო და ისრაელის სახელმწიფოს მისამართით 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რამდენიმე დარტყმა განხორციელდა ისრაელის ცენტრსა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ირანის მიერ გაშვებული რაკეტების ნაწილი ისრაელის თავდაცვამ, ნაწილი კი ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით თავდაცვითმა კოალიციამ მოიგერია. ირანის თავდასხმა არის ესკალაციის სახიფათო პრეცედენტი. ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები. ისრაელის თავდაცვითი და შეტევითი პოტენციალი საკმაოდ მძლავრია ამისთვის. ჩვენი საოპერაციო გეგმა სრულ მზადყოფნაშია.

ჩვენ ვუპასუხებთ ამ თავდასხმას როცა, როგორც და სადაც ავირჩევთ, ისრაელის ხელისუფლების დირექტივის შესაბამისად. ირანი და მისი მოკავშირეები ისრაელის სახელმწიფოს თავს ესხმიან 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, შვიდ სხვადასხვა ფრონტზე. ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ყველაფრის კეთებას, რაც კი საჭიროა სახელმწიფოსა და ისრაელელი ხალხის დასაცავად“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

დაკავშირებული ამბები
ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იქნება ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის
სხვა ამბები