კატეგორიები

საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკები იმატებს

საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკები იმატებს

„30 სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობამ იმატა, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჰაერის ხარისხის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ქუთაისში ლადო ასათიანის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგური აჩვენებს.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები