კატეგორიები

რუსულმა ძალებმა რამდენიმე უკრაინულ ქალაქზე მიიტანეს ავიაიერიში

რუსულმა ძალებმა რამდენიმე უკრაინულ ქალაქზე მიიტანეს ავიაიერიში
რუს სამხედროებს კვლავ მიაქვთ ავიაიერიში უკრაინულ ქალაქებზე. რეგიონის გუბერნატორმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რომ ზაპორიჟიაზე წინა ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 14 წლის ბიჭი.

უკრაინის საგანგებო სამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში 12 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, აუცილებელი გახდა 18 მოქალაქის ევაკუაცია.

გავრცელებულ კადრებში ჩანს სახლები, ჩამსხვრეული მინებითა და დაზიანებული კედლებით.

ივანო-ფრანკივსკზე დრონით მიტანილი იერიშის შედეგად ქალაქის ენერგოქსელი დაზიანდა. ქალაქის ოთხ ცენტრალურ და რამდენიმე მიმდებარე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ქალაქის ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას ელექტროენერგია მინიმუმ ერთი დღით შეეზღუდება, ზოგიერთ მარშრუტზე ტროლეიბუსებიც შეწყვეტენ მოძრაობას.

უკრაინის საჰაერო დაცვის სისტემები დედაქალაქ კიევის თავზე ხუთი საათის განმავლობაში იგერიებდნენ რუსების რაკეტებსა და დრონებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 6 რაკეტა და 78 დრონი გაუშვა, მათი განცხადებით, თავდაცვის სისტემებმა 4 რაკეტა და 66 დრონი ჰაერში გაანადგურეს.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას
სხვა ამბები