მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSევროპული საბჭოს ხელმძღვანელი გაეროს მოუწოდებს უშიშროების საბჭოს რეფორმის გატარებისკენ

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი გაეროს მოუწოდებს უშიშროების საბჭოს რეფორმის გატარებისკენ

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უშიშროების საბჭოს რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, როდესაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის არავინ ისჯება, ის, შესაძლოა, საზოგადოებისთვის ნორმად იქცეს. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა არ არის პრივილეგია. ეს ხუთი ერისთვის მძიმე პასუხისმგებლობაა, რომ იყვნენ მსოფლიო მშვიდობის დამცველები.

შარლ მიშელი დასძენს, რომ დღეს ზოგიერთი წევრი ქვეყანა არ ასრულებს თავის ვალდებულებას. ამიტომ საჭიროა უშიშროების საბჭოს რეფორმა, რათა გახდეს უფრო მეტად ინკლუზიური, ლეგიტიმური და ეფექტური.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც იზიარებს შარლ მიშელის პოზიციას. მისი თქმით, სანამ არსებობს უშიშროების საბჭო, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ინტერესების გამო დაბლოკილია, რთული იქნება პროგრესის მიღწევა.

Richard Drew/Copyright 2024 The AP.

საჭიროა, გაერო იყოს უფრო მეტად ეფექტური და, პირველ რიგში, უფრო წარმომადგენლობითი. ამიტომ საფრანგეთი, მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას. ემანეულ მაკრონი მიიჩნევს, რომ გერმანია, იაპონია, ინდოეთი, ბრაზილია, აფრიკის კონტინენტიდან არჩეულ ორ ქვეყანასთან ერთად,  უნდა გახდნენ მუდმივი წევრები.

ღაზაში მიმდინარე ომზე საუბრისას მაკრონმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა და მხარი დაუჭირა ორი სახელმწიფოს პრინციპს. მან ასევე დასძინა, რომ მხარეებმა  პატივი უნდა სცენ თავიანთ ვალდებულებებს სადემარკაციო ხაზის გასწვრივ. მისი თქმით,  ლიბანში ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend