მთავარიაზიალიბანილიბანზე ისრაელის ავიაიერიშს 492 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაიჭრა

ლიბანზე ისრაელის ავიაიერიშს 492 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაიჭრა

ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ისრაელის ავიადარტყმებს 490-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დაიჭრა. 2006 წლის ისრაელ-ჰეზბოლას ომის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათ „ჰეზბოლას“ 1300 სამიზნეზე მიიტანეს იერიში და ახლა ლიბანის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ გეგმავენ შეტევას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განმარტავს, რას ითვალისწინებს ისრაელის პოლიტიკა. ისინი საფრთხეს კი არ ელოდებიან, ცდილობენ, მანამდე განჭვრიტონ და აირიდონ ის თავიდან.

ნეთანიაჰუმ  პირობა დადო, რომ შეცვლიდნენ ძალთა ბალანსს ჩრდილოეთში და ახლა სწორედ ამას აკეთებენ. მისი თქმით, ისრაელის არმია ანადგურებს ათასობით რაკეტას, რომლებიც ისრაელის ქალაქებისა და მოქალაქეებისკენ არის დამიზნებული.

სამხრეთ ლიბანს ათასობით მოქალაქე ტოვებს, დაჭრილები კი გადაჰყვათ საავადმყოფოებში, რომლებიც უკვე გადავსებულია.

ქვეყნის სკოლებსა და უნივერსიტეტების უმეტეს ნაწილში სწავლა შეჩერდა. დევნილებისთვის უკვე  აწყობენ თავშესაფრებს.

ამავდროულად, „ჰეზბოლას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ათეულობით რაკეტა ესროლეს ისრაელის სამხედრო ბლოკპოსტს გალილეაში. ისრაელის ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend