მთავარიაზიაჩინეთიჩინეთმა ევროპულ რძესა და რძის ნაწარმთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ჩინეთმა ევროპულ რძესა და რძის ნაწარმთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ევროკავშირი არ ენდობა ჩინეთის გამოძიებას  რძის პროდუქტებთან დაკავშირებით. ბრიუსელს მიაჩნია, რომ გამოძიება საეჭვო ბრალდებებსა და არასაკმარის მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა საჩივარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანა.

„მიგვაჩნია, რომ ჩინეთის გადაწყვეტილება, რომელიც რძის პროდუქტების საქმეზე გამოძიებას ითვალისწინებს,  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არ შეესაბამება. მზად ვართ, მივიღოთ შესაბამისი ზომები და დავიცვათ ჩვენი ინდუსტრია”, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ოლოფ გილმა.

ჩინეთმა რძის პროდუქტებთან დაკავშირებით გამოძიება აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როცა ევროკომისიამ ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები დააწესა.

„ევროპული რძის წარმოება კიდევ ერთხელ ეწირება  იმ არსებულ სავაჭრო დაძაბულობას, რომელიც რძესთან და რძის პროდუქტებთან საერთოდ არაა კავშირში. ამიტომ ვთხოვეთ კომისიას  დახმარება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩვენ სხვა მიზნებისთვის გვიყენებენ. ჩინურმა მხარემ არც კი უარყო, რომ ეს ყველაფერი ელექტრომობილის საქმესთანაა დაკავშირებული”, – განაცხადა ევროპის რძის ასოციაციის გენერალური მდივანმა, ალექსანდერ ანტონმა.

ჩინეთმა გამოძიება რძის პროდუქტების, მათ შორის ნაღებისა და ყველზე დაიწყო. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კონკრეტული ევროპელი მწარმოებლები ევროკავშირსა და სხვა სახელმწიფოებს შორის არსებულ სავაჭრო დავას ეწირებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend