კატეგორიები

დინამოსა და ლოკომოტივის აკადემიებს „გასტრონომ ჯგუფი” ფინანსურად დაუჭერს მხარს

დინამოსა და ლოკომოტივის აკადემიებს „გასტრონომ ჯგუფი” ფინანსურად დაუჭერს მხარს

„გასტრონომ ჯგუფმა” დინამოსა და ლოკომოტივის საფეხბურთო აკადემიებთან სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა.

„გასტრონომ ჯგუფის” დამფუძნებლის გიორგი თენაძის თქმით, კომპანიის ყოველთვიური მოგებიდან 5-5% გადაეცემა დინამოსა და ლოკომოტივის ასაკობრივ გუნდებს.

20 სექტემბერს გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ხელშეკრულებას ხელი გუნდების პრეზიდენტებმა და „გასტრონომ ჯგუფის” დამფუძნებელმა მოაწერეს.

პრესკონფერენციაზე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდეს, ჩაერთონ ამ საქმეში და ბავშვთა ფეხბურთში უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები