მთავარისაქართველოაშშ-ის სახელმწიფო ხაზინის სანქციების ახალი პაკეტი

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის სანქციების ახალი პაკეტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქცირებულთა სიაში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური არიან.

ვრცელ განცხადებაში ამერიკული უწყება განმარტავს, რომ ფინანსური სანქციები უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის დააწესა. მიმართვაში საუბარია დემონსტრანტთა წინააღმდეგ გამოყენებული საპოლიციო ძალის შესახებ, რომლებიც გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტთან ე.წ. „გამჭვირვალობის” კანონის მიღებას აპროტესტებდნენ.

გარდა სახელმწიფოს ოფიციალური პირებისა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ „ალტ-ინფოს“ წევრები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. სახაზინო დეპარტამენტი წერს, რომ კოკა მორგოშიას მიერ დაფუძნებული მედიაკომპანია დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად გამოიყენებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend