მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პარტიის ცენტრალურ ოფისში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ სტუმრად მიწვეული. პარტიული სია პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
სიის პირველი ნომრად მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და პარტიის საპატიო თავმჯდომარ, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.
ირაკლი კობახიძემ მანამდე ღონისძიების სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენა 2012 წლამდე ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური ვითარება. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტებზე.
საარჩევნო სიის მეორე ნომერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება. მმართველი პარტიის მოქმედი ლიდერები 2024 წლის საპარლამენტო სიაშიც იქნებიან.
საპარლამენტო სიის პირველ ოცეულში სპორტსმენებიც დასახელდნენ, მათ შორის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.
„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ლაშა ტალახაძე, ვახტანგ თურნავა, მაკა ბოჭორიშვილი, გენო პეტრიაშვილი, სოზარ სუბარი, მარიამ ქვრივიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა ჭიჭინაძე, შოთა ბერეკაშვილი, ლევან მახაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი გაბუნია, ლიკა შარტავა.