კატეგორიები

კლასიკური მუსიკის კიდევ ერთი ჯადოსნური დღე წინანდალში

კლასიკური მუსიკის კიდევ ერთი ჯადოსნური დღე წინანდალში

წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი გრძელდება. 5 სექტემბერსაც ტრადიციულად წინანდლის მამულში ორი კონცერტი გაიმართება.

ამ დღეს ბორის გილტბურგი გახსნის, ცნობილი პიანისტი ისრაელიდან. მას კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული. მან ასევე გაიმარჯვა ბელგიის დედოფალ ელიზაბეთის საერთაშორისო კონკურსში, რომელიც აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და პრესტიჟული კონკურსი ინსტრუმენტალისტებისთვის.

ბორის გილტბურგი რობერტ შუმანისა და ფერენც ლისტის ნაწარმოებებს შეასრულებს.

რაც შეეხება დღის მეორე კონცერტს, საღამოს წინანდლის მამულის სცენას პიანისტი ალექსანდრე მალოფეევი დაიკავებს და ექვსი სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებს დაუკრავს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები