მთავარიაზიამონღოლეთივლადიმერ პუტინი მონღოლეთს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა

ვლადიმერ პუტინი მონღოლეთს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორშაბათს მონღოლეთში ორდღიანი ვიზიტით ჩაფრინდა. პუტინი მონღოლეთის ლიდერს, უხნაგიინ ხურელსუხს, შეხვდება. ეს პუტინის პირველი ვიზიტია ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმომწერია. საერთაშორისო სასამართლომ 18 თვის წინ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა და ყველა ხელმომწერი სახელმწიფო ვალდებულია ეს განაჩენი აღასრულოს.

პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს მონღოლეთში ვიზიტი საერთოდაც არ ანერვიულებს.

„არა, არაფერზე ვნერვიულობთ. ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვქონდა ჩვენს მონღოლ მეგობრებთან. რა თქმა უნდა, ვიზიტის ყოველი დეტალი კარგად მომზადებულია“, – ამბობს პესკოვი.

მონღოლეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს შორის მდებარეობს და მათ რესურსებზე ძლიერადაა დამოკიდებული. მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ევროკავშირის პრესმდივანი საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

„ჩვენ შეშფოთება გამოვხატეთ პუტინის მონღოლეთში ვიზიტის შესახებ და ადგილობრივი დელეგაციით საკუთარი პოზიცია გამოვხატეთ. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს გამოძიებას და ყველა ქვეყნის დელეგაციას თანამშრომლობისკენ მოვუხმობთ“, – ამბობს ნაბილა მასრალი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინს უკრაინიდან ბავშვების გატაცებაში დასდო ბრალი, სადაც ომი უკვე ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend