კატეგორიები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებელმა, კომიტეტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ დეპუტატებს კანონპროექტში შესატანი ცვლილებები გააცნო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ „ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი – ეტაპობრივად. მისივე თქმით, კანონი სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს შეეხება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები