გაეროს მაღალჩინოსანი უკრაინასა და რუსეთში ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საუბრობს. უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტო ორივე რეგიონში არსებული ატომური ელექტროსადგურების ირგვლივ პერიოდული სამხედრო აქტივობის შესახებ იუწყება.
გაეროს გენერალური მდივნის ასისტენტი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებში პოლიტიკური დეპარტამენტებისა და სამშვიდობო ოპერაციების საბჭოს წევრი მიროსლავ იენკა ამბობს, რომ აგვისტოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, უკრაინაში ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების გაუარესების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, ასევე იზრდება შეშფოთება ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში.
ამავდროულად, რუსეთი აძლიერებს თავდასხმებსა და შეტევებს უკრაინაზე. რუსეთმა ბოლო კვირების მანძილზე ყველაზე მეტი რაოდენობის რაკეტა და დრონი გაუშვა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ პოკროვსკისა და დონეცკის რეგიონის სხვა მიდამოებში ვითარება უკიდურესად რთულია, სადაც რუსული ძალების უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის მოკავშირეებს მოხნან შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენებაზე.