კატეგორიები

შოლცი პირობას დებს, რომ დაჩქარდება არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია

შოლცი პირობას დებს, რომ დაჩქარდება არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გამკაცრდება კანონმდებლობა ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დაჩქარდება ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია.

ეს განცხადება მოჰყვა ზოლინგენის ფესტივალზე თავდასხმას, რა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის 26 წლის თავშესაფრის მაძიებელია სირიიდან.

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი დეპორტაცია ვისაც არ აქვს გერმანიაში დარჩენის უფლება. ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა შოლცმა.

ეჭვმიტანილ ექსტრემისტის სირიიდან, ბრალად ედება სამი პირის მკვლელობა და კიდევ რვა ადამიანის დაჭრა.

ეჭვმიტანილ თავდასხმის შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა.

26 წლის ახალგაზრდას თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა და ის გასულ წელს ბულგარეთში უნდა გადაეყვანათ, იქ, საიდანაც ევროკავშირის საზღვარი პირველად გადაკვეთა.

დაკავშირებული ამბები
გერმანიიდან გამგზავრების შემთხვევაში, 17-დან 45 წლამდე მამაკაცი ვალდებულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან ნებართვა მიიღოს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს
სხვა ამბები