კატეგორიები

გერმანიის 3 ფედერაციულ მხარეში მუნიციპალური არჩევნები გაიმართება

გერმანიის 3 ფედერაციულ მხარეში მუნიციპალური არჩევნები გაიმართება
გერმანიის  3 ფედერაციულ მხარეში არჩევნები ახლოვდება. საქსონიაში, ტურინგიასა და ბრანდერბურგში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სექტემბერშია დანიშნული. 

გამოკითხვების თანახმად, სამივე მხარეში ულტრამემარჯვენე პარტია “„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს. საქსონიაში ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება საკმაოდ ახლოს არის ულტრამემარჯვენეთა შედეგთან,  თუმცა ბრანდენბურგსა და ტურინგიაში ულტრამემარჯვენეები დიდი უპირატესობით ამარცხებენ სხვა პარტიებს.

 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს შეიძლება იყოს ულტრამემარჯვენე პარტიების პირველი გამარჯვება გერმანულ არჩევნებში.

გერმანიის დაზვერვამ  “ალტერნატივა გერმანიისთვის”  მემარჯვენე ექსტრემიზმში ადანაშაულა. ასევე პარტიის ერთ-ერთი წევრი ევროპარლამენტის წინასაარჩევნო  კამპანიის დროს ნაცისტური სლოგანის გამოყენების გამო დააჯარიმეს.

დაკავშირებული ამბები
დრონისა და საეჭვო ობიექტის გამოჩენამ გერმანიაში ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტის მუშაობა შეაფერხა მერცის ნაბიჯი რეიტინგის ვარდნის შესამცირებლად - გერმანიის მთავრობაში ცვლილებებია
სხვა ამბები