კატეგორიები

ბათუმში, ერთ-ერთ მაღაზიაში ამოღებულ ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა

ბათუმში, ერთ-ერთ მაღაზიაში ამოღებულ ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ, ერთ-ერთი მაღაზიიდან ამოღებულ ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით, მეწარმე 500 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ხმელი სუნელი და მისი შემადგენელი ინგრედიენტები დალუქეს. ამასთან, ბიზნესოპერატორს აეკრძალა, ამ კონკრეტული ხმელი სუნელის რეალიზაცია და დაევალა უკვე გაყიდული პროდუქტის უკან გამოთხოვა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები