კატეგორიები

ამაზონის ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ მძღოლები სამსახურიდან გაათავისუფლა

ამაზონის ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ  მძღოლები სამსახურიდან გაათავისუფლა

,,ამაზონის“ ქვეკონტრაქტორ KM ჯგუფიდან 100-ამდე მძღოლი გაათავისუფლეს. მათ ამის შესახებ whatsup-ის საშუალებით მიიღეს ტექსტური შეტყობინება, რომელშიც განმარტებული იყო, რომ კომპანია გაკოტრდა და დასაქმებულებისთვის  ივლისის ხელფასის გადახდას ვერ ახერხებენ.

მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანია მათ შრომით უფლებებს არღვევს.

ბელგიაში პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, KM ჯგუფს ფინანსებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია სასამართლოში ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია.

პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით,  KM Group-მა დაადასტურა, რომ მას არ აქვს სახსრები, დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადოს.

დაკავშირებული ამბები
„ლიბანი უნდა დაიწვას!“ - ისრაელის ოთხი ჯარისკაცის დაღუპვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი გამოეხმაურა ნატოს ყოველწლიური საზღვაო სწავლება BALTOPS 26 დასასრულს უახლოვდება
სხვა ამბები