მთავარიაზიაჩინეთიპეკინში 2024 წლის რობოტების ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

პეკინში 2024 წლის რობოტების ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

2024 წლის რობოტების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც პეკინში დაიწყო, ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა წარმოადგინეს თავიანთი ახლად შემუშავებული ჰუმანოიდი რობოტები.

კონფერენციაზე მონაწილეობდნენ ოსტატები როგორც ჩინეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

წლევანდელ კონფერენციაზე ჰუმანოიდი რობოტები აოცებდნენ საზოგადოებას სხვადასხვა დავალების შესრულებით, მათ შორის ცეკვითაც.

ღონისძიებაში მონაწილეობდა  169 კომპანია 600-ზე მეტი ინოვაციური პროდუქტით, მათ შორის იყო 60-ზე მეტი ახალი რობოტი.  გამოფენაზე ოცდაშვიდი ჰუმანოიდი რობოტი იქნა წარმოდგენილი, რაც რეკორდული რაოდენობაა.

2024 წლის მსოფლიო რობოტების კონფერენცია წარმოაჩენს ახალ ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს, ასევე ახალ მოდელებსა და ფორმატებს რობოტიკის სფეროში.

წლევანდელ კონფერენციაზე რობოტები მაქსიმალურად მიმსგავსებული იყვნენ ადამიანებთან. წინა წელთან შედარებით წელს რობოტების გარეგნობა უფრო დახვეწილია. ისინი ბუნებრივი, მიმიკური მოძრაობით გამოირჩევიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend