კატეგორიები

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო
„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები მცხეთა-მთიანეთიდან დაიწყო.

ქალაქ მცხეთაში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს. როგორც მათ განაცხადეს, სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართველ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია და რომლის დასაცავად დღესაც არ უნდა დაიხიონ უკან.

ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. მან სიტყვით გამოსვლისას განმარტა – რატომ სჭირდება მმართველ გუნდს 26 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები