კატეგორიები

თურქეთის ორ რაიონში ტყის ხანძრებია

თურქეთის ორ რაიონში ტყის ხანძრებია

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინცია მუგლას ორ რაიონში ტყის ხანძრებს ებრძვიან. უკვე მე-2 დღეა, 300-მდე მეხანძრე-მაშველი, ათობით ვერტმფრენითა და სახანძრო მანქანით ებრძვიან ძლიერი ხანძრის კერებს.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ცნობით, გასულ კვირაში ქვეყნის მასშტაბით 130-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა. სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს ცნობით, ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია, მაგრამ ხუთი კერა ჯერ კიდევ მძვინვარებს. დასავლეთ თურქეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ, ინფორმაცია არ გავრცელებულა. შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ მუშაობას აგრძელებენ.

სინოპტიკოსები კი კვლავ ძლიერ სიცხეებს ვარაუდობენ.

დაკავშირებული ამბები
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები