კატეგორიები

შავი ზღვის წყლის ხარისხი

შავი ზღვის წყლის ხარისხი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა ჩატარდა, მიღებული შედეგები კი ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ხორციელდება, ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის ბოლო მონიტორინგი ერთი თვის წინ, 10 და 11 ივლისს ჩაატარა. ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებში იყო.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები