კატეგორიები

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან მამუკა ჯანგულაშვილი გათავისუფლდა. ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გამოსცა.

„საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან”, – წერია 14 აგვისტოს ბრძანებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს.

მამუკა ჯანგულაშვილი უწყების ხელმძღვანელად 2021 წლის მაისიდან მუშაობდა.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები