ბრაზილიის ქალაქ ნიტეროიში, იტაკუატიარას სანაპიროზე სერფინგის მეექვსე შეჯიბრი „Itacoatiara Big Wave” გაიმართა. ეს გახლავთ ბრაზილიაში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი, სადაც ადგილობრივი და უცხოელი სერფერები მონაწილეობენ.
ბრაზილიის საზღვაო ძალების ინფორმაციით იტაკუატიარას სანაპიროზე შეჯიბრის დროს ტალღების სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრი იყო.
მთავარი ღონისძიება ერთ დღეს გაგრძელდა და მასში სერფინგის 16 გუნდი მონაწილეობდა. თითოეულ გუნდს ორი წევრი ჰყავდა, რომლებიც მონაცვლეობით იღებდნენ სერფინგისა და ჯეტ თხილამურის კონკურსში მონაწილეობას. შეჯიბრის ფინალამდე ასევე ჩატარდა რაუნდი, რომელშიც ქალი და კაცი სერფერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
ქალაქი ნიტეროი მდებარეობს რიო დე ჟანეიროს დასავლეთით და აქ სერფინგისთვის განკუთვნილი არაერთი სანაპიროა. მათ შორის არის იტაკუატიარაც. როგორც შეჯიბრის მონაწილეები ამბობენ, ამ სანაპიროზე სერფინგი დიდ გამოწვევას წარმოადგენს.