მთავარიაზიაიაპონიაფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა სექტემბერში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს აღარ იყრის და შესაბამისად, მთავრობის მეთაურის თანამდებობასაც დატოვებს.

ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კიშიდამ აღნიშნა, რომ პარტიას ახლა ცვლილებები სჭირდება და ამ პროცესში პირველი ნაბიჯი ლიდერის შეცვლაა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ თავად, როგორც პარტიის რიგითი წევრი, ყურადღებას ახალი ლიდერის მხარდაჭერას დაუთმობს. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია იაპონიის პარლამენტის ორივე პალატას აკონტროლებს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს სწორედ პარტიის ლიდერად არჩეული კანდიდატი დაიკავებს. ფუმიო კიშიდა ამ თანამდებობაზე 2021 წელს სამწლიანი ვადით აირჩიეს.

“ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ხალხის ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული. ჩემი ძლიერი სურვილით, წამომეწყო პოლიტიკური ცვლილებები, მინდოდა, ხალხის ნებისთვის მეპასუხა. ვფიქრობ, შიდა და გარე გამოწვევების მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მთავარი საზოგადოების ნდობაა. პოლიტიკის ფუნქციონირებისთვის ნდობისა და ემპათიის აღდგენაა საჭირო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას  ცვლილებები სჭირდება.  და იმის დასამტკიცებლად, რომ პარტია ნამდვილად იცვლება, პირველი ნაბიჯი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრაში არ მონაწილეობაა. ამ გადაწყვეტილებამდე სწორედ ჩამოთვლილმა მიზეზებმა მიმიყვანა”, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend