კატეგორიები

ისრაელელ სამხედროებს საქართველოსა და აზერბაიჯანის დატოვებისკენ მოუწოდეს

ისრაელელ სამხედროებს საქართველოსა და აზერბაიჯანის დატოვებისკენ მოუწოდეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელელ სამხედროებს საქართველოსა და აზერბაიჯანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ადასტურებს.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია ირანის მუქარის ფონზე, თავს დაესხას ისრაელის საზღვარგარეთ არსებულ სამიზნეებს.

ბრძანება შეეხებათ როგორც წვევამდელებს, ასევე საკონტრაქტო ჯარისკაცებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, სამხედრო პირები, შესაძლოა, საქართველოსა და აზერბაიჯანში დასასვენებლად ან ოჯახების მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, ხოლო ორივე ქვეყანა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ტერიტორიული და კულტურული თვალსაზრისით ერთმანეთთან დაახლოებულია.

შეგახსენებთ, რომ ირან-ისრაელის ურთიერთობის დაძაბვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა და თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაციას მოჰყვა.

დაკავშირებული ამბები
პუტინმა ფაშინიანს მიანიშნა, რომ ევროინტეგრაცია და ევრაზიული კავშირის წევრობა შეუთავსებელია დაღესტანსა და ჩეჩნეთში წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ
სხვა ამბები