კატეგორიები

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია!

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია!

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფინალში პეტრიაშვილმა ტურნირის ფავორიტად მიჩნეული ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა.

წინა ორ ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენს უკვე მოპოვებული ჰქონდა ვერცხლის (ტოკიოს ოლიმპიადა) და ბრინჯაოს (რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა) მედლები. პეტრიაშვილი ამავე დროს მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.

გენო პეტრიაშვილის ოქროს შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ხუთი ოლიმპიური მედალია, აქედან ორი ოქროს, ორი – ვერცხლისა და ერთიც – ბრინჯაოს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები